Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სიახლე იშხნიდან

14 ივნისი, 2016

ishxanis-freska1ტაო კლარჯეთში არსებული ქართული კულტურული ძეგლები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

უმძიმეს მდგომარეობაში არსებული ქართული ეკლესიები გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებენ.

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლებიდან გადაიხურა იშხანი, სადაც მხატვრობის გასუფთავების შემდგომ ტაძრის დასავლეთ კარების თავზე სამი წმინდანის გამოსახულება გამოჩნდა.

ინფორმაცია კვლევის ცენტრმა გაავრცელა:

“ტაძრის დასავლეთ კარების თავზე მხატვრობის გასუფთავების შემდგომ გამოჩნდა სამი წმინდანის გამოსახულება წარწერებით.

ეს გამოსახულება ცნობილია როგორც „სამი ყრმა სახმილსა შინა“. აქ მოთხრობილია ძველი აღთქმის ამბავი – ნაბუქოდონოსორის მიერ სამი ყრმის – ანანიას, აზარიასა და მისაელის ცეცხლში (სახმილში) ჩაყრა და მათი სასწაულებრივად გადარჩენა. ამ სცენას, როგორც წესი, აღდგომის იდეის გადმოსაცემად იყენებდნენ.

პალეოგრაფია ადრეულია X-XI საუკუნეებისა. იკითხება: მარცხნივ – „[ა]ნ[ა]ნჲა“, შუაში – „აზარია“, მარჯვნივ – „მისაი[ლ].”