12 ივნისი, 2016

“ქრისტეს ვნებანი” გაგრძელდება

qristes-vnebani1რეჟისორი და მსახიობი მელ გიბსონი თავისი ერთ-ერთი გახმაურებული ფილმის “ქრისტეს ვნებანის” გაგრძელებას აპირებს. ამაზე მუშაობა შემოქმედებით გუნდთან უკვე დაწყებულია:

“ვნებანი” მხოლოდ დასაწყისია, ამ ისტორიას გაგრძელება აქვს,” – განუცხადა The Hollywood Reporter-ს სცენარის ავტორმა რენდალ უოლესმა, რომელმაც მელ გიბსონთან ერთად 5 ოსკარის მფლობელ ფილმზე “მამაცი გული” იმუშავა.

ფილმი “ქრისტეს ვნებანი” 2004 წელს გამოვიდა და მასში იესო ქრისტეს ჯვარცმამდე ბოლო 12 საათი და მისი ვნებებია აღწერილი.

ფილმის ბიუჯეტმა 30 მილიონი დოლარი შეადგინა, კინო-გაქირავებით კი 612 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. ამ თანხიდან 100 მილიონი დოლარი მელ გიბსონმა კათოლიკურ ეკლესიას შესწირა.