10 ივნისი, 2016

ქართველმა ტენორმა რუსეთში საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა

otar-jor1ახალგაზრდა ქართველმა ტენორმა რუსეთში გამართულ გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა VI საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა.

კონკურსის ჟიურის ოლგა როსტროპოვიჩი ხელმძღვანელობდა და მასში გაერთიანებული იყვნენ რუსეთის, რუმინეთის, ესპანეთის, გერმანიის, იტალიის, ამერიკისა და ავსტრიის წარმომადგენლები. დაძაბულ კონკურსში ლიდერობა არავის დაუთმო ოთარ ჯორჯიკიამ და პირველი ადგილი დაიკავა.

ფინალში გამარჯვებისთვის 11 კონკურსანტი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს, სომხეთის, რუსეთის და ბელორუსის წარმომადგენლები. საქართველოს ერთადერთმა კონკურსანტმა ოთარ ჯორჯიკიამ ჟიურის მოხიბვლა შეძლო და წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

ოთარ ჯორჯიკიამ რამდენიმე კვირის წინ პლასიდო დომინგოსთან ერთად მარიინსკის თეატრში “სიმონ ბოკანეგრაში” იმღერა, თბილისში ჩამოსულ კრის ბოტის კი უშუალო პარტნიორობა გაუწია.