27 ივნისი, 2016

“პირველად ვიმღერე ფონოგრამით და საოცრად ვნანობ”

irma-berdzenishvili1საოპერო მომღერლის ირმა ბერძენიშვილის მიერ სპორტის სასახლეში შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი საზოგადოების უმრავლესობამ გააკრიტიკა და მომღერალს ამ სიმღერისადმი მეტი პასუხისმგებლობით მიდგომა სთხოვა.

მის გამოსვლასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ირმა ბერძენიშვილი ასე გამოეხმაურა:

“ჩემო მეგობრებო, უდიდესი მადლობა ყველას. მე თქვენი თანადგომის გარეშე კიდევ უფრო გამიჭირდებოდა, რასაც ნამდვილად ვერ გავუძლებდი.

ეს იყო დიდი შოკი და კოშმარი ჩემს ცხოვრებაში. მინდა ავხსნა კიდევ ერთხელ – ნამდვილად არ იყო ჩემი ბრალი. საერთოდ არ მესმოდა არაფერი გარკვეულად, დარბაზის სპეციფიკიდან გამომდინარე. შეუძლებელი გახდა ელემენტარული კონტროლი შესრულებაზე. ვერ გავითვალისწინე რა პრობლემა შეიძლება ყოფილიყო ამ შემთხვევაში, რადგანაც პირველად ვიმღერე ფონოგრამით, რასაც საოცრად განვიცდი და ვნანობ.

ძალიან უხერხულია თავის მართლება ჩემი მხრიდან ვიცი, მაგრამ საჭიროა ჩემგან ამის ახსნა.

ისე გამოცდილებისთვის და სამომავლოდ ვინც ასეთი ტიპის გამოსვლებს დაგეგმავს, იქნებ გაითვალისწინონ რა მოყვება ზედაპირულ მიდგომას, მომღერლისთვის, იმ მრავალრიცხოვანი პუბლიკისთვის რომელიც ღირსია ღირსეულად მოისმინოს ჩვენი ქვეყნის შედევრი და სიამაყე.”