4 ივნისი, 2016

მიშა გომიაშვილი: “გონს მოეგეთ”

misha555მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი ღია წერილს აქვეყნებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიმართავს.

მიშა გომიაშვილი:

“ეჭვი არ მეპარება თქვენს პატრიოტიზმში, თქვენს პროფესიონალიზმში და თქვენს სიყვქრულში არა მარტო ქვეყნის, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიმართაც… ამიტომ გავბედე და გწერთ ამ წერილს… რამეთუ, ძალძედ რთულია მოხვედრა თქვენს კაბინეტში….

პარადოქსი, აბსურდი, და კიდევ ბევრი რამ… არც კი ვიცი რა დავარქვა ამ სიტუაციას, რაც ხდება… კერძო მაგალითს მოვიყვან…

ჩემს მოგობარს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ძალზედ რთული, იმდენად რთული, რომ არ კი ვიცით ხვალ რა დღე გაგვითენდება…. ანევრიზმა თავში!!! …ვერც ერთი წამყვანი სპეციალისტი საქართველოში ვერ ბედავს ოპერაციის ჩატარებას… ყველა ერთხმად გაიძახის, რომ ეს ოპერაცია უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ…

მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამ ჩვენს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში არ მოიძებნება ფული, რომ ადამიანი გადავარჩინოთ… ბოჩელისთვის და ტრუსიკჩახდილი რობი უილიამსისთვის ფული არის… საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენისთვის არ არის!!!

რატომ??? კანონი გვიკრძალავს!!! თურმე რაშია საქმე… ამ ოპეციის გასაკეთებელი აპარატურა შეძენილი არის!!!… მაგრამ არავინ არ იცის, როგორ უნდა ამ დანადგარის ხმარება… სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს… კანონში კი სწერია: თუკი შეიძლება მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოში, საზღვარგარეთ ასეთ ოპერაციას არ აფინანსებენ… ჰა… ჰა… ჰა… აპარატურა არის, მაგრამ რა და როგორ არ ვიცით… არ გვასწავლეს!!!

ეს კიდევ გასული წლებიდან მოდის… არ უნდა არსებულიყო საქართველოში მეცნიერებათა აკადემია… აკადემიკოსები.. მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები, ექიმები… ფიზიკოსები… და ასე შემდეგ… რამეთუ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიიღებდნენ გრანტიჭამიები მილიონებს სოროსისგან და მსგავსი ნაძირლებისგან, ვერ გაასუქებდნენ თავიანთ… და ასე შემდეგ… ყველამ იცით ამის გაგრძელება და თავს აღარ შეგაწყენთ….

ასე რომ, ჩემო საყვარელო მთავრობის წევრებო!!! დიდი მადლობა რომ მოგვაცილეთ კალიგულაანთ მოდგმა… მადლობა!!! მაგრამ თქვენც მათ რომ ემსგავსებით თუ ატყობთ??? გონს მოეგეთ….”