9 ივნისი, 2016

ლევან ხურცია მამა გახდა

levan1რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია და მისი მეუღლე, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მშობლები გახდნენ.

პატარა ჩაჩავას კლინიკაში საკეისრო კვეთით 9 ივნისს დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

მარიამ კუბლაშვილისთვის ეს მეორე შვილია. მას პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს.

ლევანს და მარიამს ბიჭი შეეძინათ. წყვილი გასულ წელს დაქორწინდა. ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს და მათი ურთიერთობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.