Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯანლუკა მარჩანო დუმილს არღვევს

11 ივნისი, 2016

janluka1იტალიელმა დირიჟორმა ჯანლუკა მარჩანომ დუმილი დაარღვია და საქართველოდან წასვლის შემდეგ, თბილისის ოპერის თეატრთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა.

მაესტრო საქართველოში 5 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.

ჯანლუკა მარჩანო:

“თეატრიდან წასვლის შემდეგ გადავწყვიტე, არანაირი კომენტარი აღარ გამეკეთებინა იმაზე, თუ რაც ხდება თბილისის ოპერის თეატრში, განსაკუთრებით მანამდე, სანამ თეატრში ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება.

რაღა თქმა უნდა, ყოველთვის თვალყურს ვადევნებ თეატრის ამბებს და გულს მწყვეტს უუნარობა, რომელსაც ეს პიროვნება ავლენს ამ უმშვენიერესი თეატრის მართვაში.

ვერ შევინარჩუნებ მდუმარებას, როდესაც საქმე ეხება ვახტანგს (მაჭავარიანი), ჩემს ძვირფას მეგობარსა და უდიდეს მუსიკოსს. სირცხვილია, როდესაც ვაიდირიჟორი, რომელიც საკუთარი თეატრის გარდა, არსად დირიჟორობს და იქაც იმიტომ, რომ თავის თავს თვითონ ასაქმებს, უპატივცემლობას ამჟღავნებს მაესტროსადმი, რომელსაც ყველგან უდირიჟორია და რომელსაც მთელ მსოფლიოში აფასებენ!

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კულტურის მინისტრი ამასთან დაკავშირებით არაფერს მოიმოქმედებს, პირიქით, გააგრძელებს იმ პოპფესტივალებისა და მეგაპროექტების განხორციელებას, რომლებშიც მილიონებს ხარჯავს. ამ თანხების ინვესტიცია ოპერაში რომ ხდებოდეს, ის მსოფლიო დონის მარგალიტი გახდებოდა, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს.

პირადად დავუკავშირდები ვახტანგს და თუ დასჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა ყველას მიაწვდინოს ხმა იმის შესახებ თუ რა შეემთხვა ოპერაში ბატონ კინწურაშვილთან, ბოლომდე გვერდში დავუდგები!!! მოკითხვა ყველა ჩემს ქართველ მეგობარს.”