13 ივნისი, 2016

განსაკუთრებული პრიზი გოჩა კაპანაძეს

5555რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ განსაკუთრებული პრიზი მიიღო. ცხინვალის თეატრის რეჟისორმა, რომლის სპექტაკლებიც სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალებზე პრიზებით და ჯილდოებით აღინიშნება, კიდევ ერთი საჩუქარი დაიმსახურა.

ამჯერად გოჩა კაპანაძეს განსაკუთრებული პრიზი თურქეთის ქალაქ სიდეში გამართული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ძიურის თავმჯდომარემ შტევანი ლაკნერმა გამოუგზავნა.

ინფორმაციას ცხინვალის თეატრი ავრცელებს:

“კიდევ ერთი ჯილდო სიდეს (თურქეთი) საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან! ჟიურის თავმჯდომარემ, ქალბატონმა შტეფანი ლაკნერმა გერმანიიდან ბატონ გოჩა კაპანაძეს გამოუგზავნა განსაკუთრებული პრიზი “საუკეთესო რეჟისორი!”

gocha-kapanadzis-prizi1