19 ივნისი, 2016

“დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!”

1antia_RACHVELISHVILI– დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას! – ამ განცხადების ავტორი მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილია.

მეცოსოპრანოს განმარტებით, ამ განცხადების გაკეთების საფუძველს ის მდგომარეობა აძლევს, რაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშია შექმნილი:

“დავით კინწურაშვილს ვთხოვ თავისი კეთილი ნებით დატოვოს ჩვენი საყვარელი ოპერის თეატრი! ამ ადამიანს არ გააჩნია დირიჟორობისთვის საჭირო არც გამოცდილება და არც კომპეტენცია! მით უმეტეს თეატრის ხელძღვანელობისთვის!

მე პირობას ვდებ, რომ როგორც აქამდე ვამბობდი თეატრთან თანამშრომლობაზე უარს ხელმძღვანელობის არაპროფესიონალური და სამარცხვინო დონის გამო, გავაგრძელებ უარის თქმას, სანამ თეატრის ხელძღვანელობა არ შეიცვლება პროფესიონალების გუნდით!

დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!!!”