2 ივნისი, 2016

დათო ხუჯაძე დააჯილდოვეს

xudjadze-daajildoves1მომღერალი დათო ხუჯაძე დააჯილდოვეს. ხელოვანი, რომელსაც არც მაყურებლის სითბო და ყურადღება აკლია და არც პრემიები და ჯილდოები, კიდევ ერთი საპატიო პრიზის მფლობელი გახდა.

დათო ეთნომუსიკალურმა ტელეკომპანიამ “მეცხრე ტალღა” რიგით მეხუთე ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია. მომღერალი ეთნიკურ მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დასაჩუქრდა.

დაჯილდოების ცერემონიალი გროზნოში გაიმართა, სადაც კავკასიის საუკეთესო ხელოვანები ორგანიზატორებმა ერთ სცენაზე შეკრიბეს.

დათო ხუჯაძე, რომელიც რუსეთშიც არანაკლებ პოპულარულია, სპეციალური პრიზით და დიპლომით დაჯილდოვდა.