6 ივნისი, 2016

არენა დი ვერონაზე კიდევ ერთი ქართველი იმღერებს

misha-sheshaberidze-arena-di-veronaze1საოპერო სფეროში მოღვაწე მომღერლებისთვის ოცნებაა არენა დი ვერონაზე მოხვედრა და იქ სიმღერა. ქართველი მომღერლებიდან რამდენიმეს ეს ოცნება უკვე აუხდა და არენა დი ვერონაზე გამართულ საოპერო წარმოდგენებშიც მიიღო მონაწილეობა.

მათ რიცხვშია ახალგაზრდა ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძეც. ეს სასიხარულო ინფორმაცია საუკეთესო სოლისტად აღიარებულმა ხელოვანმა თავად გაავრცელა:

“მინდა ყველას გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული. არენა დი ვერონაზე მოხვედრა ნებისმიერი მომღერლისათვის უდიდესი წარმატება და ჩემი ახდენილი ოცნებაა. იქ მოხვედრა, თუნდაც მსმენელად, უკვე დიდი სიხარულია, რომ აღარაფერი ვთქვა იქ სიმღერაზე.

27 აგვისტოს არენა დი ვერონაზე შევასრულებ დონ ხოსეს პარტიას ოპერაში “კარმენი”.