11 ივნისი, 2016

ამერიკაში “ვოისის” მონაწილე მოკლეს

voisis-momgerali-mokles1ფლორიდაში პოპულარული მუსიკალური შოუს “ვოისის” მონაწილე მოკლეს.

22 წლის მომღერალს მაშინ ესროლეს, როდესაც ის ორლანდოში გამართული კონცერტის შემდეგ გულშემატკივრებს ავტოგრაფებს ურიგებდა. მას მოულოდნელად უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ესროლა.

კრისტინა გრიმმი ჯგუფ “MAROON 5-ის” ვოკალისტის ადამ ლევინის გუნდის წევრი იყო. მან 2014 წლის “ვოისში” მესამე ადგილი დაიკავა.

მკვლელის შეჩერება მომღერლის ძმამ სცადა, მაგრამ დამნაშავემ თავი მოიკლა. თავდასხმის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. კრისტინა გრიმმი კი მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.