იტალიაში, ღია ცის ქვეშ, არენა დი ვერონაზე ცნობილი საოპერო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
წელს ფესტივალი საოპერო მუსიკის მოყვარულებს ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული ჟორჟ ბიზეს ბრწყინვალე ოპერით “კარმენით” შეეგება.
ძეფირელის დადგმაში 3 წარმატებული ქართველი საოპერო მომღერალი მონაწილეობს – მადინა კარბელი, თეონა დვალი და მიხეილ შეშაბერიძე.
სამივე მათგანი კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი და მათი წარმატებების შესახებ “არტინფო” არაერთხელ წერდა.