9 ივნისი, 2016

20 წლის ქართველი კანის ლომების ოქროს მედალოსანია

sandro-laliashvili1კანის ლომების ფესტივალის კონკურსში ოქროს მედალი 20 წლის ქართველმა მოიპოვა.

დუშეთში მცხოვრებმა სანდრო ლალიაშვილმა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა და ზაფხულში კანშიც გაემგზავრება, სადაც მეგობართან მიხეილ თოდუასთან ერთად საკუთარი პროექტის პრეზენტაციას საქართველოს სახელით მოაწყობს.

სანდრო რამდენიმე თვეა სარეკლამო სფერომ გაიტაცა. გრაფიკული დიზაინი მისთვის აღმოჩენა რამდენიმე წლის წინ გახდა, რითაც 20 წლის ახალგაზრდამ სრულიად ახალ სამყაროში შეაბიჯა.

ამ ეტაპზე სანდრო ლალიაშვილი ამერიკაში მოღვაწე ორი ქართველი მუსიკალური ჯგუფის ლოგოზე მუშაობს.