28 ივნისი, 2016

სტანისლავ ბონდარენკო “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებულია

stanislav-bondarenko1“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონის გამარჯვებული მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო გახდა.

მან პროექტის ფინალში შესული 134.000 ზარიდან 95.257 ხმა დააგროვა და პარტნიორთან ნიკე კეშელავასთან ერთად მეგა შოუ მოიგო.

სტანისლავს სხვადასხვა პრიზებთან ერთად, გადაეცა “ცეკვავენ ვარსკვლავების” მთავარი პრიზი – ბინა თბილისში.

მეორე ადგილზე ანდრია გველესიანი და მისი მეწყვილე სალომე ჭაჭუა გავიდნენ. ანდრიამ ახალთახალ ავტომობილთან ერთად მრავალი პრიზი დაიმსახურა.

საჩუქრების გარეშე არ დარჩენილა არც პროექტის ნახევარფინალისტი ჯანო იზორია. მას ნინო და ილიკო სუხიშვილებმა თბილისში ბინა აჩუქეს. პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა კი ფულადი პრიზები და საგზურები გადასცეს.