2 ივნისი, 2016

სოთბის აუქციონზე კიდევ ერთი ქართველის ნახატი გაიყიდება

1sotby7 ივნისს ლონდონში დაგეგმილ სოთბის აუქციონზე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები მრავლად იქნება წარმოდგენილი.

“არტინფო” წერდა, რომ აუქციონზე გაყიდვებში მონაწილეობას მიიღებს ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნახატები.

ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7 ივნისს ლონდონში სოთბის სააუქციონო სახლში 5 ქართველი ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ქეთევან კორძახია:

“სრულიად საქართველოს და დაინტერესებულებს განსაკუთრებით, გაცნობებთ, რომ 7 ივნისს, ლონდონში, Sotheby’s-ს სააუქციონო სახლში გაიმართება გაყიდვები “თანამედროვე აღმოსავლეთი”.

საუბარია ნონ-კონფორმისტულ ხელოვნებაზე ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან (ადრე სოცბანაკი რომ ერქვა). ამ კონტექსტში საქართველოდან გამოიფინება (3-6 ივნისი) ორი ქართველი მხატვარი – ოთარ ჩხარტიშვილი და ავთო ვარაზი.

ამ კონტექსტს გარეთ გამოიფინება და გაყიდვებში მონაწილეობას მიიღებს ფიროსმანის, გუდიაშვილის და მერაბ აბრამიშვილის სურათებიც. ყიდვა თუ გინდათ ვინმეს, დროზე დარეგისტრირდით Sotheby’s-ის ოფიციალურ გვერდზე.”

პ.ს. მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე პირველად არ იყიდება. მისი “პიანინო” გასული წლის ბოლოს 25.000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. რამდენიმე წლის წინ კი მისი ნახატი 17.500 ფუნტ სტერლინგად შეიძინეს.