12 ივნისი, 2016

“რატომ არ გვესმის რუსული ჩექმის ხმა?”

giorgi-suxitashvili1– რატომ არ გვესმის ე.წ. რუსული ჩექმის ხმა? – ამ კითხვას მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სვამს და თვითონვე პასუხობს.

“ჯეოსტარის” გამარჯვებულისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სატკივარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.

გიორგი სუხიტაშვილი:

“რატომ ვერ ვხედავთ იმას, რომ ყოველდღე საზღვარი მოიწევს, რატომ არ გვესმის ე.წ. რუსული ჩექმის ხმა?

და რატომ გაიგეთ ძალიან მართალი და ნამდვილი პროტესტი უკუღმა, (ზოგიერთებმა) როდესაც ქართველმა (!) (აქ მხოლოდ ეროვნებაზე არაა საუბარი ქართულად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანზეა ვსაუბრობ) გიორგი თვალაბეიშვილმა (გუშინდელი მატჩის კომენტატორი) კომენტატორმა გააკეთა ჩემთვის მატჩის ყველაზე მაგარი “ჰაილაითი”…

სწორია მე არ ჩავუწიე ტელევიზორს, მაგრამ მთელი ამ ჰიმნის დროს “ქართლური მოკითხვა” გავაყოლე “ლაიტმოტივად”…

ვისაც გული გეტკინათ გიორგის კომენტარზე და ჩემს “გულთბილ მოხსენიებაზე”, გამოდით მინდა თვალი შეგავლოთ (მინიმუმ)”