26 ივნისი, 2016

“ნუ აფუჭებთ ბავშვებს!”

zaza-marjanishvili1მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილს არ უყვარს ხმამაღალი განცხადებები და ყოველთვის თავისი საქმის კეთებით არის დაკავებული, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ხელოვანს გაჩუმება არ შეუძლია.

ამჯერად ზაზა მარჯანიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებამ გააღიზიანა. “დედა სამშობლო გვიხმობს!” – ამ ლოზუნგით ვალერი კვარაცხელიამ გორში სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო დააფუძნა. “საქართველოს ხსნა რუსეთთან მეგობრობაშია” – ასეთი მოწოდებით და საჭბოთა დროშებითა და სტალინის ფოტოებით გაიხსნა ყრილობა. წითელყელსახვევიანი გოგონა კი პიონერული სალამით მიესალმა შეკრებილ საზოგადოებას. გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა მუსიკოსის აღშფოთება გამოიწვია.

ზაზა მარჯანიშვილი:

“მუსიკოსი ვარ, ყოველთვის ვცდილობდი ბინძურ, პოლიტიკურ ჭაობში არ გავრეულიყავი…

მაპატიეთ, ვერ ვითმენ ამ უპატრონო (პატრონის მოყვარულ) ბრბოს არ შევეხმიანო: თუ არ შეგიძლიათ თავისუფლება, ნუ აფუჭებთ ბავშვებს!!! დაანებეთ თავი საცოდავ გოგონას, რომლის სულის მოსახრჩობად მონობის წითელ ყელსახვევს იყენებთ!!! თქვენსა და მას შორის განსხვავება მხოლოდ ერთია: თქვენ იცით, რომ მონები ხართ, მან კი – არ იცის, რომ არ იცის!!!

თქვენ რასაც სჩადიხართ არის ერის ღალატი, უარესიც, საკუთარი თავის ღალატი!!! ვალერი!!! რამდენ ვერცხლად გაიყიდე??? ლოგიკურია – თუ უსინდისობას საზღვარი არ აქვს, მაშინ ფასის დასახელებაც ადვილია! მონავ, შენ… მიპასუხე!!!”