9 ივნისი, 2016

ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივლეს

nanuka-jorjoliani1ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივლეს. მიზეზი სიცრუის გავრცელებაა. 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება სარჩელი ნანუკა ჟორჟოლიანსა და iPhone+ს შორის. iPhone+ ითხოვს 50.000 ლარს მორალური ზიანისთვის ჟორჟოლიანისაგან და სიცრუის უარყოფას:

– ნანუკა ჟორჟოლიანმა ქრთამის სახით iPhone მიიღო და iPhone+ის დისკრედიტაციას შეეცადა! – ეს არის მთავარი ბრალდება, რის გამოც ტელეწამყვანი სასამართლოში დაიბარეს და მისგან სოლიდურ თანხას ითხოვენ:

“2015 წლის ბოლოს, ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე განცხადება რომ აიფონ პლუსში შეიძინა “ბრაკი” ტექნიკა, ჩვენთან მსგავსი რამ რადგან არ მოხდებოდა, ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით, რომ გაგვერკვია რასთან გვქონდა საქმე, გადმოვაგზავნინეთ საგარანტიო და აღმოჩნდა, რომ სხვაგან ჰქონდა ნაყიდი. მოვთხოვეთ წაეშალა ცილისმწამებლური განაცხადი და გაეკეთებინა განმარტება, რომ ბრაკი ტელეფონი აიფონ პლუსში კი არა, აიტექნიკში იყიდა. ჯერ განაცხადი მეორე დღემდე არ წაშალა და ამ ცილისწამებას საქართველო კითხულობდა, მერე მეორე დღეს წაშალა და არ გააკეთა განმარტება, რომ ტექნიკა აიტექნიკში შეიძინა და არა ჩვენთან და რომ წინა განაცხადი შეცდომით გააკეთა, რადგან უკვე ბრძანდებოდა აიტექნიკის მაღაზიაში და პარკებით გამოვიდა იქედან, სავარაუდოდ, მოქრთამეს და ისევ მართალი კომპანიის დაჩაგვრა ამჯობინა ქრთამის სანაცვლოდ!

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით ნაყიდმა ტექნიკამ, რომელიც აიპლუსში იყიდა 2 დღეც ვერ იმუშავა და არც შეუცვალეს, ხოლო როგორც გაირკვა თურმე ნანუკა ჟორჟოლიანს გამოუგზავნია მძღოლი, რომ ტექნიკა შეეძინათ iPhone+ ში, თუმცა მძღოლს არევია მაღაზია და უყიდია აიტექნიკში, ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი მივარდა აიტექნიკში და იქედან დასაჩუქრებული გამობრუნდა და გაჩუმდა, ხოლო ჩვენთვის ბოდიშიც არ მოუხდია!

მისი განცხადება აიტაცა ნახევარმა თბილისმა, მაგრამ სამაგიეროდ მაღაზია რომ შეეშალა და iPhone+ ში კი არა აიტექნიკში რომ შეიძინა ტექნიკა ეგ აღარ თქვა რადგან სავარაუდოდ დაასაჩუქრეს და გააჩუმეს!

აი, ასეთი სამართალია ნანუკას სამართალი, რომელიც მხოლოდ მოჩვენებით ცრემლებს გვაჩვენებს ტელევიზიით, ხოლო სინამდვილეში გესლს ანთხევს და სრულიად უსაფუძვლოდ დაგვწამა ცილი და ბოდიშის მაგივრად ამ ცილისმწამებელმა ადამიანმა, ბოროტმა და საშიშმა, თანაც სამართლიანი ადამიანის ნიღაბს ამოფარებულმა, უარყოფის წერილიც კი არ გამოაქვეყნა, სადაც რეალობას აღწერდა და სიმართლეს დააფიქსირებდა, ანუ ცილი დაგვწამა და გაიქცა, ხოლო ვინც მოისყიდა, მათზე ცუდს ვეღარ დაწერდა და ისევ iPhone+ გამოიყვანა დამნაშავედ, ანუ ტყუილი დაგვაბრალა და გაიქცა!

საზოგადოებაში დატოვა შელახული იმიჯი iPhone+ ზე ტყუილად და უსამართლოდ, ისე რომ სინდისის ქენჯნა არ ჰქონია, წარმოუდგენელი უსინდისობაა და სისასტიკე, არაადამიანობაა, როდესაც აბრალებ ტყუილს კომპანიას და შემდეგ არ ამბობ რომ ეს ტყუილი იყო და არ ასახელებ იმ კომპანიას ვისაშიც შეგეშალა!

ამიტომაც იმედი გვაქვს სასამართლო მიიღებს ლოგიკურ გადაწყვეტილებას!

iPhone+ კი მოგებულ თანხას 50.000 ლარს, სრულიად გადაურიცხავს რამოდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას ბავშვთა სიცოცხლის გადასარჩენად!!!”

ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ თემასთამ დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

”Iphon + პიარისთვის არის მზად აკურთხოს ტელეფონები, მამაო მოტყუებით მიიყვანოს ოფისში. ამჯერად გამოიყენოს ჩემი სახელი მეტი პოპულარობისთვის. ჩავთვლი ქველმოქმედებად ჩემი მხრიდან და იკეთეთ პიარი ჩემი სახელით. მთავარია ნახმარი მობილურები აღარ ყიდოთ, რაც თქვენი მთავარი პროფილია.”