3 ივნისი, 2016

ზუკა პაპუაშვილი: “ბოდიშს გიხდით”

zuka-papuashvili1რუსთაველის თეატრის მსახიობი ზუკა პაპუაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და თავის ერთგულ მაყურებელს ბოდიშს უხდის.

ზუკა პაპუაშვილი:

“მაყურებლისთვის ბოდიში არასოდეს მომიხდია, თუმცა ალბათ მოსახდელიც ბევრი მქონდა – მსახიობს როლი ხან გამოუვა, ხან არა.

ამჟამად, როცა მეჩვენება რაღაცას მივაღწიე და როგორც რეჟისორები მაიმედებენ, კარგად გავართვი თავი ამ რთულ როლს, ბედმა მიმუხთლა – დავკარგე ხმა. ექიმებმა ამიკრძალეს ხმის ამოღება არა მარტო სცენაზე, არამედ სცენის მიღმაც.

ბოდიშს გიხდით ოთხჯერ გადადებული პრემიერისათვის და იმედს ვიტოვებ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.

პატივისცემით – თქვენი ზუკა პაპუაშვილი.”