8 ივნისი, 2016

გადავარჩინოთ გრიბოედოვის თეატრის მსახიობი

Mixeil-Ambrosovi1– დავუბრუნოთ ოსტატი სცენას! – ამ მოწოდებით გამოდიან გრიბოედოვის თეატრის მსახიობები და საზოგადოებას კოლეგის, მიხეილ ამბროსოვის სიცოცხლის გადასარჩენად დახმარებას სთხოვენ.

მსახიობს მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. მის გადასარჩენად თეატრი საქველმოქმედო აქციებს ჩაატარებს, მათ შორის არის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც 12 ივნისს, 15-დან 20 საათამდე რიყის პარკში გაიმართება.

დეტალურ ინფორმაციას გრიბოედოვის თეატრის მსახიობი ნინა კალატოზიშვილი ავრცელებს:

“გრიბოედოვის თეატრის მსახიობი მიხეილ ამბროსოვი ურთულეს მდგომარეობაშია. მას დაუდგინეს მე-4-ე სტადიის სიმსივნე.

მიშას მეგობრებმა და კოლეგებმა გადავწყვიტეთ, ჩავატაროთ რამოდენიმე საქველმოქმედო აქცია, მათ შორის გამოფენა-გაყიდვა რიყის პარკში!

გასაყიდად გამოტანილი იქნება ყველაფერი, რისი გაყიდვაცაა შესაძლებელი: ტილოები, ჩანახატები, ხელნაკეთი აქსესუარები, ტანსაცმელი, წიგნები, ჭურჭელი, დეკორატიული ნივთები და ა.შ.”

ყველა, ვისაც სურვილი აქვს გაყიდოს თავისი ნამუშევრები და ნივთები სიცოცხლის გადასარჩენად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
https://www.facebook.com/nina.kalatozishvili
E-mail: kalatozishvili.nina@gmail.com
ან ტელეფონის ნომერზე: 595 855 126