16 ივნისი, 2016

აღმოჩენა თბილისში

agmochena-tbilisshi1თბილისში დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში აღმოჩენა გაკეთდა.

ინფორმაციას “ტფილისის ჰამქარი” ავრცელებს:

“თბილისში, დადიანის 32-ში თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, პირველი სართულის იატაკის აყრისას გამოჩნდა ძალიან საინტერესო მოცულობა, რომელიც სავარაუდოდ სახლის ე.წ. მაცივარს წარმოადგენს.

ასეთი ტიპის სათავსოები დამახასიათებელია თბილისური სახლებისათვის, რომელსაც მოსახლეობა პროდუქტების შესანახად იყენებდა.

იმედი გვაქვს, რომ ამ ნაგებობის სიძველიდან (შესაძლოა ის შენობაზე ადრინდელია) და მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის კორექტირების საფუძველზე მოხდება მისი კონსერვაცია და შენარჩუნება.”