26 ივნისი, 2016

ანზორ ერქომაიშვილის არქივის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში

anzor-erqomaishvili127 ივნისს, 14 საათზე ხელოვნების სასახლეში ანზორ ერქომაიშვილის არქივისა და იუნესკოს მიერ გაცემული უნიკალური დოკუმენტების პრეზენტაცია გაიმართება.

2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებული იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი. ამ ისტორიული მოვლენის დამადასტურებელი სიგელი ანზორ ერქომაიშვილის არქივში ინახებოდა.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის გადაწყვეტილებით, ეს უნიკალური დოკუმენტი ხელოვნების სასახლეს გადაეცა. იუნესკოს სიგელთან ერთად მუზეუმის კუთვნილება გახდა ცნობილი ქართველი მომღერლისა და ლოტბარის არტემ ერქომაიშვილის უნიკალური არქივი.

კოლექციაში ინახება ძვირფასი ფოტოები, ხელნაწერები, 100-ზე მეტი ფირფიტა და ხალხური სიმღერის ჩანაწერი, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხელნაწერები რომელთა უმეტესობა უნიკალურია, რადგან გურული ხალხური სიმღერების ტექსტებს შეიცავს.