ჯემალ სეფიაშვილი პოლიტიკაში წავიდა

jemalმსახიობ ზურა შარიას, საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის, მსახიობ ზაზა პაპუაშვილის შემდეგ, პოლიტიკაში კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილიც წავიდა. ის ახალი პოლიტიკური პარტიის “ერთიანი საქართველოსთვის” წევრი გახდა.

პარტიის პრეზენტაცია უკვე გამართა მისმა ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილი წევრია.

ჯემალ სეფიაშვილთან ერთად პარტიაში გაერთიანებული არიან ლალი მოროშკინა და ბუტა რობაქიძის დედა – ია მეტრეველი.

თამაზ მეჭიაურის მიერ დაარსებული პარტია “ერთიანი საქართველოსთვის” არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.