Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვნების სასახლეში უნიკალური კოსტიუმების რესტავრაცია დაიწყო

26 ივნისი, 2016

istoriuli-kostiumebni1ხელოვნების სასახლეში უნიკალური ქართული ისტორიული კოსტიუმების რესტავრაცია დაიწყო.

თქვენს წინაშეა მეფე ლუარსაბის კოსტიუმი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”, რომლის რესტავრატორიც ნათია ქულუაშვილია.

კოსტიუმი ფილმში გამოყენებამდე ეკუთვნოდა ქართველ თავადს. რესტავრაციის დროს ქსოვილის გამაგრებასთან ერთად მოხდა საბჭოთა პერიოდში მოხსნილი და დაკარგული ძვირფასი ლითონებისა და კეთილშობილი ქვების ქსოვილზე დაბრუნება.

ამდენად თქვენს წინაშეა ძვირფასი საერო კოსტიუმი, რომლის გაფორმებაშიც გამოყენებულია: ოქრომკედი, ვერცხლი, ოქრო, თეთრი და შავი მარგალიტები, დიდი ზომის სამეფო ანდალუსიური მარგალიტები, წითელი და ოქროსფერი ფარჩა.

სარესტავრაციო პროცესის დასრულების შემდეგ, ძვირფასი კოსტიუმების კოლექცია მუდმივ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.

უნიკალური ქართული ისტორიული კოსტიუმების აღდგენა დავით ბეჟუაშვილის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.