ცნობილები ბავშვების გადასარჩენად პირად ნივთებს ყიდიან

cnobilebi-kidian-nivtebs1მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე, მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, მსახიობი ლეილა აბაშიძე, მომღერალი ნინო ქათამაძე, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი, მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, მსახიობი მურატ ილდირიმი, ხელოვანი ქეთევან სირბილაძე, დიზაინერი ზვიად ციკოლია, მხატვარი სოფია ვარაზი, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე, მორაგბე მამუკა გორგოძებ NBA-ს ლეგიონერი ზაზა ფაჩულია, ფეხბურთელი შოთა არველაძე პირად ნივთებს საქველმოქმედო აუქციონზე გამოიტანენ და ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად გაყიდიან.

– შეიძინეთ ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები და გადაარჩინეთ სიცოცხლე! – ეს არის საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზატორთა გზავნილი საზოგადოებისადმი.

აუქციონი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი გამართავს. აუქციონი პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში 19 საათზე ჩატარდება.