Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“

20 ივნისი, 2016

rustaveli-da-sheqspiri1„შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“ – ეს საქართველოს ხელოვნების სასახლესა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტია.

მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა და ვალდებულებები გადანაწილდა, რაც გულისხმობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ პროექტში გამარჯვებული მონაწილესათვის, ჯილდოს სახით საგაზაფხულო და საზაფხულო სესიების განმავლობაში ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრში დაწესებულ ინგლისური ენის გასაუმჯობესებელ უფასო კურსებს, ხელოვნების სასახლის მხრიდან კი ფულად ჯილდოს დაწესებას კონკურსში გამარჯვებული მონაწილესათვის.

პროექტის ფარგლებში ხელოვნების სასახლე გამართავს გამოფენას ,,შექსპირი ქართულ ხელოვნებაში”, სადაც წარმოდგენილი იქნება შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული ქართული სპექტაკლებისთვის შექმნილი პოსტერები, დეკორაციები, ამასთანავე, შექსპირისა და რუსთაველის ციტატების ინსპირაციით შექმნილი სტუდენტური ნამუშევრები.

ხელოვნების სასახლის მიერ გამოიცემა გამოფენის კატალოგი.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა კონკურსზე შერჩეული ნამუშევრები გამოიფინება ევროპულ სკოლაში; შემდეგ კი სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეებში.

პროექტი ასევე ითვალისწინებს რიგ საგანმანათლებლო ღონისძიებებს: შექსპიროლოგი და რუსთველოლოგი გვესაუბრებიან ამ ორ გენიალურ შემოქმედზე; ნიკოლას როული საუბრობს თემაზე ,,როგორ წავიკითხოთ შექსპირი”; შექსპირის ქართული თარგმანები.

პროექტის თითოეული პარტნიორი ორგანიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული და ბრიტანული შემოქმედებითი აზროვნების ამ ორი მწვერვალის შემოქმედების პოპულარიზაციას და საიუბილეო თარიღების აღნიშვნას.

ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული ღონისძიებები, ერთის მხრივ, პატივს მიაგებს ამ ორ გენიოსს შემოქმედებას და, მეორეს მხრივ, თანამედროვეებისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, უფრო გასაგებს გახდის მათი შემოქმედების მნიშვნელობას და გაუღრმავებს სურვილს ისწავლონ მეტი მათ შესახებ და დარწმუნდნენ რატომ არის აქტუალური დღესაც როგორც შექსიპირი, ისე რუსთაველი.