ქართველმა მეცოსოპრანომ იტალიაში გაიმარჯვა

26 ივნისი, 2016

naniko-dzidziguri1იტალიაში, ქალაქ ბუსეტოში გამართული რიგით 54-ე საერთაშორისო კონკურსი “ვერდის ხმები” საქართველოსთვის წარმატებით დასრულდა.

ქართველმა მეცოსოპრანომ ნანიკო ძიძიგურმა პირველი ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილი იტალიელმა სოპრანომ კლარისა კონტანცომ და სამხრეთ კორეელმა ბარიტონმა ჩო ბიონგიკმა გაიყვეს, მესამე ადგილზე კი ტაივანელი სოპრანო კენგ ლი გავიდა.

წელს კონკურსში საქართველოდან სამი მომღერალი მონაწილეობდა: მეცოსოპრანო ნანიკო ძიძიგური, ბანი გიორგი ანდღულაძე და მეცოსოპრანო თინათინ ნებურიშვილი. ფინალში გიორგი ანდღულაძე და ნანიკო ძიძიგური გადავიდნენ, მათგან გამარჯვება და პირველი ადგილის მოპოვება კი ნანიკომ შეძლო.

ბუსეტოში გამართულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ კონკურსანტები საქართველოდან, იტალიიდან, ტაივანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ამერიკიდან და რუსეთიდან.