ქართველმა დიზაინერმა იტალიაში პირველი ხარისხის ჯილდო მოიპოვა

11 ივნისი, 2016

tamta122 წლის ახალგაზრდა დიზაინერი თამთა გოცაძე საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატია.

მან სწავლის გაგრძელება იტალიაში ისურვა და მილანში NABA-ს აკადემიაში ჩააბარა, სადაც თამთას პროექტმა პირველი ხარისხის ჯილდო და მაქსიმალური დაფინანსება მიიღო.

ახალგაზრდა დიზაინერის მიერ წარდგენილი პროექტი- სახინკლე 60%-ით დააფინანსეს. NABA-ს აკადემიაში სწავლის საფასური 16.000 ევროა და ახლა ნიჭიერი დიზაინერი ცდილობს, დარჩენილი 40 % დაფინანსება მოიპოვოს, რომ საოცნებო სასწავლებელში სწავლა შეძლოს.

თამთა გოცაძე სწავლობდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ინტერიერის დიზაინის განხრით.

– ინტერიერის დიზაინის საშუალებით ვცდილობ, შევქმნა სივრცეები, რომელშიც ადამიანები შემდგომში ბედნიერებასა და კომფორტს იგრძნობენ. რეალურად სწორედ ინტერიერია, სადაც ადამიანი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს, – ამბობს ხელოვანი.

თამთას ხელოვანად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით მის პედაგოგებს: მზექალა ბერძენიშვილს, თამრიკო ჯიხვაძეს, ია ფიცხელაურს და დათო ხუხუნაიშვილს.

”არტინფო” გთავაზობთ თამთას მიერ მომზადებულ პროექტს სახინკლე, რომელმაც მას პირველი ხარისხის ჯილდო და 60%-იანი დაფინანსება მოუტანა.

xin1xink1xinka1