ქართველი მსახიობები პოდიუმზე პარიზში

23 ივნისი, 2016

pariziსაქართველო და ქართველი ხელოვანები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან მთელ მსოფლიოში. ქართველი მომღერლები, მოდელები, მსახიობები, დიზაინერები თუ მხატვრები პოპულარობას დღითიდღე იხვეჭენ.

პარიზში გამართულ მოდების ჩვენებაზე პროფესიონალ მოდელებთან ერთად პოდიუმზე ორი ქართველი მსახიობი სანდრო ფოფხაძე და ნიკოლოზ ჭავჭავაძე გამოვიდა. მათ Balenciaga Spring 2017 Menswear Show-ში მიიღეს მონაწილეობა.

სანდროს და ნიკოლოზს მაყურებელი კარგად იცნობს დოკუმენტური ფილმიდან “როცა დედამიწა მსუბუქია”. ფილმი სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობდა.