Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფონდი „ქართული გალობა“ რჩეულებს დააჯილდოვებს

qartuli-galobaფონდი „ქართული გალობა“ ქართული ტრადიციული მუსიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებს დააჯილდოვებს.

8 ივნისს, 20 საათზე რუსთაველის თეატრში ფონდის ყოველწლიური დაჯილდოვება-კონცერტი გაიმართება. რიგით მეოთხე ღონისძიებაზე „ქართული გალობა“ ქართული ტრადიციული კულტურის – ხალხური სიმღერის, გალობისა და ხალხური ცეკვის პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს დააჯილდოვებს.

ამ დღეს ფონდი „ქართული გალობა“ გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით გამოავლენს და მათ ფონდის სპეციალური ჯილდო, სიგელი და ფულადი პრემია გადაეცემათ.

ფონდი “ქართული გალობა” 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. მისი მიზანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, ქართული ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა.

წელს დაგეგმილია არაერთი პროექტის დაფინანსება, რომელიც კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შეირჩა. 2016 წელს უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: გამოიცა აუდიოალბომები „ჩემს სამშობლოს“, „შობისა და ახალი წლის ტრადიციული მუსიკა საქართველოში“, „მარტოდთქმული მარგალიტები – არტემ ერქომაიშვილი“, სანოტო კრებული “გალობანი სინანულისანი, ნევმირებული”.

აღსანიშნავია, ფონდის მხრიდან სამეცნიერო კონფერენციებისა და ფესტივალების მხარდაჭერა, მათ შორის ჯანსუღ კახიძის მეორე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და მეშვიდე საერთაშორისო სტუდენტური სამუსიკისმცოდნეო კონფერენცია-კონკურსისა.

ფონდი “ქართული გალობა” აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდა შემსურლებლებსა და მკვლევარებს: ნიქოზსა და დმანისის ეპარქიებში მივლენილია ორი წარმომადგენელი, რომელიც ადგილობრივ ბავშვებს სიმღერა-გალობას ასწავლის, ყოველწლიურად გამოავლენს ფონდის 3 სტიპენდიანტს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში, სხვადასხვა კონფერენციებსა და კონკურსებზე აწესებს ფონდის სპეციალურ პრიზსა და ფულად პრემიებს, რაც ახალგაზრდა შემსრულებელთა და მკვლევართათავის განსაკუთრებული სტიმულის მიმცემია.

ვინაიდან ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული გალობის კვლევას, მგალობლების აღზრდას და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი უძველესი მიმართლების პოპულარიზაციას ემსახურება, ფონდის დამფუძნებლების ინიციატივით დაარსდა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართათვის, რომლის საპრიზო ფონდი 10.000 ლარია. გამარჯვებულები ამა წლის ოქტომბერში, არტემ ერქომაიშვილის იუბილეზე დაჯილდოვდებიან.