“უბრალოება გენიალურობის არსია”

18 ივნისი, 2016

sopi-lorenis-gamonatqvamebi1ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი დიდი ხანია ქალის სილამაზის ეტალონად არის აღიარებული. მისი შრომისმოყვარეობა, მტკიცე ხასიათი და თავდაჯერებულობა ბევრისთვის წარმატების მაგალითია.

და მაინც, რა არის 81 წლის მსახიობის წარმატების მთავარი საიდუმლო? ამას სოფი ლორენის ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზებში ამოიკითხავთ:

უბრალოება გენიალურობის არსია.

კარგი გარეგნობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ყველაფერს, თუ მას ეშხსაც დაუმატებთ, აი, მაშინ კი სამყარო თქვენს ფერხთით აღმოჩნდება.

ქალი, რომელსაც მტკიცედ სჯერა თავისი სილამაზის, შეძლებს და საბოლოოდ სხვებსაც დააჯერებს ამას.

სიყვარული სინამდვილეში ველად გაზრდილი მინდვრის ყვავილია და არა ბაღში აყვავებული ვარდი. სიყვარული იქ შლის ფრთებს, სადაც გაიზარდა.

ქალი მამაკაცის ცხოვრების წესი, სტილი და დონეა.

სილამაზე ნამდვილად ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო.

ჭკვიან ქალებს მამაკაცები აფასებენ, ლამაზ ქალებს – თვალებით ეძებენ ბრბოში და მხოლოდ მომხიბვლელების დავიწყება არ შეუძლიათ.

თუ გოგონა ახალგაზრდობაში მშვენიერია, მაგრამ დაბნეული და არ იცის დაწყებულის ბოლომდე მიყვანა, სილამაზე მალე გაქრება. მაგრამ თუ გოგონა არც თუ ისე ლამაზია, მაგრამ მიზანდასახული და ძლიერი ხასიათისაა, მაშინ მისი მომხიბვლელობა წლებთან ერთად მოიმატებს.

მიჩნეულია, რომ ადამიანმა თავისი ნაკლოვანებები უნდა დაფაროს. მაგრამ რას ვეძახით ჩვენ ნაკლოვანებას? ხშირად უჩვეულო შტრიხების ხაზგასმა უფრო მომგებიანია, ვიდრე დამალვა.

თუკი მოახერხეთ და ბავშვური სული შეინარჩუნეთ, გიხაროდეთ, ყველაზე საუკეთესო თქვენს ცხოვრებაში ჯერ კიდევ წინ არის.

დედამ ორჯერ უნდა იფიქროს: ერთხელ თავის მაგივრად, მეორედ – შვილის მაგივრად.

ქალი, რომელსაც არ უყვარს თავისი მამაკაცის ნაკლოვანებები, ე.ი. ის მამაკაციც არ უყვარს.
ვინ დათანხმდება იცხოვროს იდეალურად ლამაზ, მომხიბვლელ და ამასთანავე წმინდან მამაკაცთან?

ვარცხნილობა განსაზღვრავს როგორია ადამიანის ერთი დღე, საბოოოდ კი ავლენს, როგორია მისი ცხოვრება.

არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც რწმენა იმისა, რომ ის ლამაზია.

ძნელია გახდე განუმეორებელი, თუ ზარმაცი ხარ.

ტანსაცმელი პიროვნების გამოხატვის ყველაზე მარტივი საშუალებაა.

მამაკაცის ფანტაზია ქალის საუკეთესო იარაღია.

ხასიათი სილამაზის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

არსებობს სილამაზის წყარო: ეს თქვენი ჭკუა, თქვენი ნიჭი, შემოქმედებაა, რომელიც შეგაქვთ თქვენს ცხოვრებაში და საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში. როცა ისწავლით ამ წყაროს წყლის შესმას, თქვენ ნამდვილად დაამარცხებთ ასაკს.

მე შემიძლია ვთქვა “არა” თორმეტ ენაზე. ქალისთვის ეს სავსებით საკმარისია.