Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოფი ლორენი თბილისშია

14 ივნისი, 2016

sofi-loreni-tbilisshia1იტალიელი ვარსკვლავი სოფი ლორენი თბილისშია. 81 წლის მსახიობი დედაქალაქს რამდენიმე საათის წინ ესტუმრა.

კინო-ლეგენდა ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” ერთ-ერთი ბოლო ღონისძიების მხარდასაჭერად ჩამოვიდა.

15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მსოფლიო პრემიერა გაიმართება, რომელსაც სოფი ლორენი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. სპექტაკლს მსახიობის შვილი კარლო პონტი უდირიჟორებს. სოფი ლორენის ნახვის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვინც ოპერის თეატრთან მივა.

”ნატვრის ხის” საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა 4 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება.

ვიზიტის ფარგლებში სოფი ლორენი საქართველოს პრემიერ მინისტრს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.