Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქველმოქმედო სპექტაკლი ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად

29 ივნისი, 2016

nika-choxeliრამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველომ შეიტყო მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის ვაჟის ამბავი. 28 წლის ნიკოლოზ ჩოხელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თვეებია საწოლს არის მიჯაჭვული და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

გოდერძი ჩოხელის ვაჟის დასახმარებლად გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს.

9 ივლისს, 19:00 საათზე მსახიობები წარმოადგენენ რეჟისორ თამარ ხიზანიშვილის მიერ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებზე დადგმულ სპექტაკლს “ადამიანთა სევდა”.

5 ლარად გაყიდული ბილეთების მთელი შემოსავალი ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად მის ანგარიშზე ჩაირიცხება.