Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

როკ-მეტალ კონცერტი სასულიერო პირებმა ჩაშალეს

jam-fest1საერთაშორისო ფესტივალი “Tbilisi JAM! Fest 2016″, რომელსაც ორგანიზატორებმა საქართველოში წლის მთავარი როკ-მეტალ მოვლენა უწოდეს, სასულიერი პირებმა ჩაშალეს.

2-დღიანი ფესტივალი 4-5 ივნისს უნდა გამართულიყო, სადაც Wacken Open Ai -ის შიდაშესარჩევი კონკურსიც შედგებოდა.

ფესტივალის ლოკაცია თბილისში ზაჰესის საბაჟო ტერმინალზე დაიგეგმა. ფესტივალში უკრაინული, აზერბაიჯანელი, შვედი, სომეხი და ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

თვითმხილველთა თქმით, ფესტივალის მიმდინარეობისას, სავარაუდოდ, სასულიერი პირებმა და მრევლმა დენი გამორთეს და კონცერტის მონაწილეებს უთხრეს ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან ხნა ეკლესიის მრევლს აწუხებდა და პარალელურად ფესტივალი საფლავებთან ახლოს იმართებოდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინეს. ამ ადგილზე ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით მის ორგანიზატორებს მერიისგან ნებართვა მიღებული ჰქონდათ, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორები ახალ ალტერნატიულ ფართს ეძებენ.

ფესტივალთან დაკავშირებით ვიდეოკადრებს “რუსთავი 2” ავრცელებს.