Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

როგორი იქნება “მიმინო 2”?

mimino2“მიმინო – ფრენა გრძელდება” – ასეთია გიორგი დანელიას ცნობილი ფილმის “მიმინოს” მეორე ნაწილის სახელწოდება.

ვალიკო მიზანდარის ისტორია 40 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გრძელდება. ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა ფილმის გადაღების უფლება ოფიციალურად შეიძინა და მუშაობას შემოქმედებითი ჯგუფი უახლოეს მომავალში შეუდგება.

როგორც რუსული სააგენტო eurasnews.ru იტყობინება, ზურაბ ჩიგოგიძემ გადაღების უფლება “მოსფილმისგან” შეიძინა. მოლაპარაკებები უფლებების შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა კომპოზიტორ გია ყანჩელთან და სცენარის ავტორებთან გიორგი დანელიასთან, რევაზ გაბრიაძესთან და ვიქტორია ტოკარევასთან.

ამ ეტაპზე “მიმინო 2”-სთვის რეჟისორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.