Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პანტომიმის თეატრი 23 წლის თათია დგებუაძის დასახმარებლად

tatia-dgebuadze1პანტომიმის სახელმწიფო თეატრი 23 წლის თათია დგებუაძის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს. კვირას, 5 ივნისს მაყურებლისთვის “ლუარსაბი” იქნება წარმოდგენილი.

საქველმოქმედო სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება და დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.

თათია დგებუაძეს დაუდგინდა ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე (იუნგის სარკომა). მისი მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თათიას სჭირდება გამოკვლევები და ქიმიოთერაპიის არაერთი კურსი, ხოლო ამის შემდგომ კი აუცილებელია ოპერაცია.

გთხოვთ ყველას, ვისაც შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ სპექტაკლს, რათა თათიამ შეძლოს მკურნალობა და გამოჯანმრთელდეს! დღეს თითოეული ადამიანის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია!!!

ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღები: თათია დგებუაძე
ანგარიშის ნომერი: GE03TB7772745061100024
ანგარიში გახსნილია სამივე ვალუტაში