Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ჩუბინაშვილი პლაგიატის წინააღმდეგ

10 ივნისი, 2016

chubikaცნობილი ქართველი დიზაინერი ნინო ჩუბინაშვილი, იგივე ჩუბიკა პლაგიატის წინააღმდეგ ილაშქრებს.

დიზაინერი აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანის შრომა სათანადოდ უნდა იყოს დაცული და ამაში საზოგადოებას უდიდესი როლი აკისრია.

საუბარია ჩუბიკას მიერ შექმნილ “სიყვარულის ქუდებზე”, იგივე ლავ ჰეთებზე, რომლებსაც დიზაინერი ორი წელია ინტერნეტით ყიდის და ყველამ იცის, რომ ეს ნინო ჩუბინაშვილის შექმნილია:

“სრულიად შემთხვევით გავიგე ინტერნეტიდან, რომ ჩემი დიზაინით ვიღაცეები ამზადებდნენ ქუდებს. როგორც ჩანს, არც არიან დიზაინერები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეაგირებას. თუ თვითონ საზოგადოებამ, არა მხოლოდ იურიდიული მხრიდან, არ მისცა რეაგირება, მხარი არ დაუჭირა ორიგინალებს და არ გახდა პოპულარული ორიგინალის ყიდვა და მხარდაჭერა, ეს რაღაც მომენტში ხდება პრობლემა. შეიძლება ჩემით დაიწყო და ხვალ ყველა დადგეს ამ პრობლემის წინააღმდეგ.

love-hat1

ცნობილ დიზაინერებს მთელ მსოფლიოში ერთი მხრივ პარავენ და მეორე მხრივ, ეს არის სირცხვილი. როცა ჩინური ჰერმესი გიჭირავს, ეს არის სირცხვილი და თავმოყვარე ადამიანი მას არ იჭერს,” – განაცხადა დიზაინერმა ”დღის შოუში” სტუმრობისას.