მუსიკისა და დრამის თეატრმა გრანპრი მოიგო

13 ივნისი, 2016

musikisa-da-dramis-teatris-granpri1ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრმა გრანპრი მოიგო.

რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე “Babel international theatre festival” ქართველები საუკეთესოდ დაასახელეს და ფესტივალის მთავარი ჯილდო მიანიჭეს.

რუმინეთში მუსიკისა და დრამის თეატრმა კოტე კოტე ფურცელაძის ქორეოდრამა ,,სამი და” წარმოადგინა.

ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობენ ნანკა კალატოზიშვილი, ანა წერეთელი, ნუცა გუცაშვილი, გიგი ქარსელაძე, ეკა დემეტრაძე, ანა ალექსიშვილი, ტატო ჩახუნაშვილი, გიორგი ტორიაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ლევან კახელი და ანა ჯავახიშვილი.