Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მოდით ერთად გამოვისულელოთ თავი!”

sopia1ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია სოთბის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ფიროსმანის ნახატის ყიდვას ეხმაურება და თავის ეჭვებს გამოთქვამს.

სოფო კილასონია:

“როგორ კრიზისულ მომენტებს ემთხვევა ხოლმე ფიროსმანის ნამუშევრების ევროპულ აუქციონზე გატანა და სცენაზე გადამრჩენელი ბიძინას გამოსვლა, რომელიც იშიშვლებს ხოლმე ხმალს, ყიდულობს (ძალიან იაფად) ფიროსმანის ნამუშევარს და აბრუნდებს დედასამშობლოში.

ტაშს უკრავენ ფსევდოპატრიოტები და ფარისევლები. ისინი კი ძალიან ბევრი გვყავს. ვაშა! ვაშა! ფიროსმანი დაგვიბრუნა. ტაში ამხანაგებო!

პ.ს. არც ერთ შემთვევაში არ არის ხოლმე ცნობილი გამყიდველის ვინაობა და ისინი, უჩინარნი, იმაზე იაფად ყიდიან, ვიდრე შეფასებულია… მაგრამ, მოდით ჩვენ ერთად გამოვისულელოთ თავი. თავის ტკივილს ასე გვირჩევნია.”