Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მგონია, მეფე ერეკლე და მისი საგმირო საქმეები გაცოცხლდა!”

29 ივნისი, 2016

erekle-mefe-inglisur-presashi1საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია კიდევ ერთ სასიხარულო ამბავს ავრცელებს:

“მაშ ასე, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, ხელოვნების სასახლეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროექტი დაფინანსდა, პროექტი სახელწოდებით “მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში”.

უკვე ორი წელია დუბლინის ეროვნული ბიბლიოთეკიდან საქართველოში ჩამოვიტანეთ XVII-XVIII სააუკუნეების უნიკალური საგაზეთო ცნობები საქართველოს შესახებ. 300-ზე მეტი სტატია უაღრესად საინტერესო ცნობებს შეიცავს საქართველოს და, კერძოდ, სახელოვანი მეფის ერეკლე მეორის შესახებ, ცნობები სადაც აშკარად ჩანს ერეკლეს და იმდროინდელი საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ, ევროპის დიდი მოლოდინი ერეკლეს ნიჭისა და სამხედრო წარმატებების გამო.

ცნობების აბსოლუტური უმეტესობა ქართული მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო, ეს არის 300-ზე მეტი „ახალი ამბავი“ ქართველი ხელმწიფისა და მისი ქვეყნის შესახებ, ისინი ინგლისური გაზეთების პირველ ან ძირითადი სიახლეების გვერდებზე იბეჭდება.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ინგლისურ პრესას არცერთი ქართველი მონარქისადმი მსგავსი ინტერესი არ გამოუჩენია, საოცარია ინგლისელთა განსაკუთრებული და აღმატებითი დამოკიდებულება პატარა კახისადმი.

საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

“London magazine or Gentleman’s monthly intelligencer”. 1755 წელი:

„მეფე ერეკლე აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია! ასაკით 27 წლისაა. მისი გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის მისივე ბრძენკაცულ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა – მისმა ამ ღირსებებმა საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად“.

მოკლედ, ამ პროექტის დაფინანსება ვთხოვეთ ბევრს, ველოდეთ ორი წელი, ყველამ უარით გამოგვისტუმრა! ერთი თვის წინ მივმართეთ ფონდ ქართუს, რამდენიმე დღის წინ დაფინანსებაზე თანხმობა განგვიცხადეს! დიდი საქმეა და ძალიან მიხარია, მგონია, მეფე ერეკლე და მისი საგმირო საქმეები გაცოცხლდა!”