Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლევან ღვინჯილია: “არ გრცხვენიათ?”

10 ივნისი, 2016

levan-gvinjilia-qartul-enaze1ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია წლებია სოციალურ ქსელში იმ ქართველებს “ებრძვის”, ვინც ინგლისურენოვან დამწერლობას იყენებს და მათ ქართველ “რომაელებს” უწოდებს.

როგორც წესი, ასეთ მომხმარებლებს ენათმეცნიერი არ იმეგობრებს და მათ კომენტარებსაც საკუთარ კედელზე შლის.

“რომაელებს” ლევან ღვინჯილია კიდევ ერთხელ მიმართავს და ქართული ანბანის შექმნის 2300 წელს ახსენებს.

ლევან ღვინჯილია:

“ქართველ “რომაელთა” გასაგონად და წასაკითხად (თუ ყურადაც იღეთ, ამას რა აჯობებებს?)!”

წელს ქართული ანბანის შექმნიდან 2 300 წელი სრულდება!!!

თქვენ გესმით, ეს რას ნიშნავს და რა ერის შვილებად მიიჩნევით?

თქვენ კი ამ 23-საუკუნოვან “ღვთაებრივ საუნჯეზე” მაღლა დიდი ხნის მკვდარ ლათინურს აყენებთ!!!

არ გრცხვენიათ მაინც???

… და თანაც, ევროპაში უვიზოდ ხეტიალი გვინდა არა???

“ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?”