ლაშა ღლონტს ქალიშვილი გაუთხოვდა

13 ივნისი, 2016

ani-glonti1მომღერალ ლაშა ღლონტს ქალიშვილი გაუთხოვდა. ანი მამას მსგავსად მომღერალია და მას მსმენელი კარგად იცნობს.

ანი ღლონტმა თავისი ცხოვრება თორნიკე მაისურაძეს დაუკავშირა. წყვილმა ერთმანეთი ეკა ხოფერიას ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას სიმღერის დროს გაიცნო და მათმა ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღო.

თორნიკე ანის ოჯახში ესტუმრა და საყვარელი გოგონა დანიშნა. 12 ივნისს კი საქორწილო სუფრა მცხეთაში, რესტორან “გუჯარში” გაიშალა.

წყვილის გაბედნიერებას მეგობრების და ოჯახის წევრების გარდა, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეებიც ესწრებოდნენ.