Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კახა კუხიანიძეს სცენაზე დენმა დაარტყა

27 ივნისი, 2016

kaxa-kuxianidzes-denma-daartya1მომღერალ კახა კუხიანიძისთვის ზუგდიდში გამართული კონცერტი სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა.

სიმღერის დროს მას ფეხზე მიკროფონის სადენი შემოეხვია და საკმაოდ მაღალი ძაბვის დენმა დაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კახას ფეხი გაუთიშა.

მომღერალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და სამედიცინო დახმარება გაეწია. საბედნიეროდ, კახა გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომღერლისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სცენაზე დენმა დაარტყა, თუმცა ასეთი ძლიერი დარტყმა მან პირველად და იმედია, უკანასკნელად მიიღო.