Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“იქნებ დამეხმარები…”

20 ივნისი, 2016

robert4“იქნებ დამეხმარები” – ამ თხოვნით რეჟისორი რობერტ სტურუა მეგობრებს მიმართავს.

მაესტრო თავის ჩანაფიქრს ასაჯაროვებს და მისთვის უმნიშვნელოვანესი საქმის განხორციელებაში საზოგადოების თანადგომის იმედი აქვს.

რობერტ სტურუა:

“ეს მამაჩემია, რობერტ სტურუა, მხატვარი!

წელს, 04.05.16. 100 წელი შუსრულდა.

გამოფენა მინდა მივუძღვნათ მის ხსოვნას, რადგანაც მართლაც დიდებული მხატვარი გახლდათ.

მისი მოხატულია ჭიათურის თეატრი, აკაკის სახელობის კულტურის სახლი, სასახლე სოფელ შრომაში და ბრწყინვალე პლაფონი ტყიბულის თეატრში – “ბოროტსა სძლია კეთილმან” (ქართული ხალხური ზღაპრები.)

მაგრამ რა უნდა ქნა, იმ მოხატულ კედლებს ხომ ვერ ჩამოხსნი და ვერ ჩამოიტან თბილისში?!
ხოლო პორტრეტები, პეიზაჟები გულუხვმა მამაჩემმა გააჩუქა, არც კი ვიცით სად ინახება. სახლში კი თითო-ოროლა ახლობლების პოტრეტები და ჩანახატები შეგვრჩა.

sturuas-mama1

გამოფენაზე გვინდა იმ უზარმაზარი ფრესკების ფოტორეპროდუქციები გამოვაქვეყნოთ, ხოლო გამოფენა სამ თემას მინდა შეეხოს: “ეკლესიები, ქალები, სვანეთი…”

იქნებ დამეხმარები, ჩემო ფეისბუქელო მეგობარო და ულამაზესი ქართველი მხატვრის ნახატებს მომიძებნი. განსაკუთრებით სვანეთის პეიზაჟების ბედი მაღელვებს.

არ დაიზაროთ, გადაუღეთ რ.ი.სტურუას ნახატებს ფოტო და გამომიგზავნეთ.”