Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იტალიელმა პიანისტმა გია ყანჩელს ალბომი მიუძღვნა

1gia-kancheliiiiცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იტალიელმა პიანისტმა ალესანდრო სტელამ ალბომი “Midwinter Spring” ჩაწერა.

დისკში გია ყანჩელის ნაწარმოებების გარდა, შესულია არვო პრატისა და პეტერის ვასკის რამოდენიმე კომპოზიციაც.

ახალ ალბომს პიანისტი მსმენელს 3 ივნისს Radio3 Rai-ს გადაცემაში “მუსიკის ოთახი” წარუდგენს. “მუსიკის ოთახი” სტეფანო როფის საავტორო გადაცემაა, რომელიც Radio3 Rai-ზე 90-იანი წლებიდან ყოველ პარასკევ საღამოს ცოცხალ მუსიკას ეძღვნება.

გადაცემაში ალესანდრო სტელა შეასრულებს გია ყანჩელის მინიატურას “Simple Music for piano”, პრატის “Variationen zur Gesundung von Arinuschka” -ს და ვასკის “Baltā ainava – White Scenery (Winter)”-ს.