Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“თბილისი” – ახალი სიმღერა სოსო პავლიაშვილისგან

21 ივნისი, 2016

soso-pavliashvilis-axali-simgera-tbilisi1– თბილისო, მადლობა ღმერთს რომ თბილისელი ვარ! ცოცხალიცა და მკვდარიც შენი ვარ, შენი ვარ, შენთვის ვმღერივარ! – სოსო პავლიაშვილის სიმღერის ეს სიტყვები ალბათ ბევრს ძალიან კარგად ახსოვს.

დღეს სოსო პავლიაშვილი რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის უკვე შეეჩვია, რომ საქართველოში სამშობლოს მოღალატეს ეძახიან. როგორც თვითონ ამბობს, თბილისი ისევ ძალიან ენატრება. სწორედ ამ მონატრებამ დააწერინა მომღერალს ახალი სიმღერა “თბილისი”. სიმღერა, რა თქმა უნდა, რუსულენოვანია. სოსო პავლიაშვილმა უკვე კლიპიც გადაიღო და მისი პრემიერა სულ მალე გაიმართება. კლიპის რეჟისორი გიორგი პავლიაშვილი, ისევე რეპერი მასტერია.

“ძალიან მალე გაიმართება ჩემი ახალი ვიდეორგოლის “თბილისი” პრემიერა. ის ჩემთვის ყველაზე საყვარელია. ნამუშევარი დაუჯერებლად ლამაზი გამოვიდა. თუკი მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებ, გეტყვით, რომ ჩემი კლიპის ნახვის შემდეგ, აუცილებლად გაგიჩნდებათ თბილისში ჩასვლის უდიდესი სურვილი, იმიტომ რომ ის ყველაზე ლამაზი ქალქია მთელს დედამიწაზე. იმედი მაქვს, ჩემი ახალი კლიპი მოგეწონებათ, რადგან მასში მთელი ჩემი შესაძლებლობები და სული ჩავდე,” – აცხადებს სოსო პავლიაშვილი და ვიდეორგოლიდან მცირე მონაკვეთს ავრცელებს.