Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თაღლითობა სტანისლავ ბონდარენკოს სახელით

28 ივნისი, 2016

1stanislavi– სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს, იმ პატარა ბავშვისთვის ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ! – ამ განცხადებას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს და თაღლითობასთან დაკავშირებით დეტალურად საუბრობს:

“ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო, რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი?! თან მშობელს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი და ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.

სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს, იმ პატარა ბავშვისთვის ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე გრძელდება მოტყუებულად, გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.

წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა. ბონდარენკო რომელი ღონისძიებისთვისაც ჩაოიყვანეს, სპექტაკლებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ და სხვა ღონისძიებებიდან, თორემ გახსნილ ანგარიშზე რომ თანხები ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.

ჩვენ პროექტის თანამონაწილეები ვიყავით, ფინანსურადაც ყველაფრის საქმის კურსში ვართ, რამდენი უნდა ჩარიცხულიყო ბავშვთან. იმედი გვაქვს, ამბის გასაჯაროების შემდეგ ორგანიზატორები ფულს ჩაურიცხავენ ბავშვს.

თუ არა, იმედი გვაქვს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ვინ და რატომ ითაღლითა.”