Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვახტანგ მაჭავარიანი ოპერის თეატრში არ შეუშვეს

vaxtang-machavariani1მსოფლიოში აღიარებული ქართველი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ოპერის თეატრში არ შეუშვეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა მაესტრო შეხვედრაზე მიიწვია, თუმცა მოსაცდელში მისულ მაჭავარიანს მოახსენეს, რომ შეხვედრა არ შედგებოდა და მოსაცდელიდანვე უკან გააბრუნეს.

ვახტანგ მაჭავარიანი:

“მოლაპარაკება შედგა თბილისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელთან, რომ კონცერტს ჩავატარებდი. ამაზე ჯერ თბილისში, შემდგომ კი ელექტრონული ფოსტით მოვილაპარაკეთ, პროგრამაც გავუგზავნე. საქართველოში წამოსვლის წინ კი მივიღე შეტყობინება, რომ კონცერტი არ შედგებოდა. მიზეზი არ დაუსახელებიათ. როგორც მითხრეს, სექტემბერში განიხილავენ, როდის იქნება შესაძლებელი ჩემი მოწვევა. ჩემს ყველა კონცერტს იმპრესარიოს საშა ნადერს, პროსცენიუმ მენეჯმენტს ვენაში ვუთანხმებ, რომელიც თავისთავად კონცერტიდან კუთვნილ ჰონორარს იღებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მე საქართველოში ჰონორარს საერთოდ არ ვიღებ.

კონცერტისგან დამოუკიდებლად, მოვინდომე შეხვედრა, მივმართე ოფიციალურ გზებს, დავურეკე დავით კინწურაშვილის მდივანს, მან 11 საათზე შეხვედრა დამინიშნა. მივედი თეატრში 5 წუთით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში თეატრის დირიჟორი ვიყავი, შემეკითხნენ ვინ ბრძანდებითო. ამ დროს, შემოვიდა რამდენიმე თანამშრომელი და გარს შემომეხვივნენ. რომ გაიგეს რა ხდებოდა, დარეკეს სამდივნოში. სამდივნოდან, ჩემს მაგივრად, აღნიშნულ თანამშრომელს უპასუხეს, რომ შეხვედრა არ შედგებოდა. გაკვირვებულმა თანამშრომელმა მომაწოდა ტელეფონი და მდივანმა მითხრა, რომ დავით კინწურაშვილს დრო არ აქვს. ვუთხარი, რომ ეს არის უზრდებლობა და ადრე უნდა გავეფრთხილებინე. მან ბოდიში მომიხადა. ფაქტობრივად, თეატრში ვერ შევედი. ამ გაუგებრობის შემდეგ, თეატრიდან არავის დაურეკავს.

შემოქმედებასა და კულტურას შორის დიდი სხვაობაა. კულტურა თავის თავში მოიცავს ზრდილობას, ეთიკასა და კომუნიკაციის უნარს. მიკვირს, რომ ეთიკასა და ზრდილობას მოკლებული პიროვნება ესოდენ მნიშვნელოვან თეატრს ხელმძღვანელობს.”