“ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ…”

23 ივნისი, 2016

1otar-chiladzis-romani-somxuradპოეტისა და მწერლის ოთარ ჭილაძის შემოქმედების მთავარი სათქმელი სამშობლო, ადამიანი და სიყვარულია.

მის მრავალ ნატვრას შორის ერთ-ერთი მაინც ყველაზე გამორჩეულია, რომელსაც ”არტინფო” გაგაცნობთ:

“ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ – ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად. ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!”